დავით კირთაძე გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის გამო 500 ლარით დააჯარიმეს


ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან” ცესკოს წევრი დავით კირთაძე ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის გამო 500 ლარით დააჯარიმა.
16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოეცხადებინათ, კომისიის წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით გამოძიება დაიწყეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.
თაგები:
დავით კირთაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს