
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, იმასთან დაკავშირებით თუ, რამდენი ადამიანი გაიტაცა საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 9 თვის განმავლობაში არის, სამწუხაროდ, მხოლოდ შაბლონური განცხადება, – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება შეეჩვია იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ზოგადად ძალოვანი სტრუქტურები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან მოქალაქეები.
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, იმასთან დაკავშირებით თუ, რამდენი ადამიანი გაიტაცა საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 9 თვის განმავლობაში არის, სამწუხაროდ, მხოლოდ შაბლონური განცხადება, რომელიც არაფერზე მეტყველებს, გარდა სტატისტიკისა. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ზოგადად ძალოვანი სტრუქტურები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი საზოგადოება რჩება კვლავ დაუცველი. ერთი ერთზე შეტოვებული არიან საოკუპაციო რეჟიმს და ყოველდღიური რისკის ქვეშ იმყოფება თითოეული ადამიანი“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 9 თვის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 58 მოქალაქე.
თაგები:
დავით ქაცარავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს