დავით სერგეენკო – აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მისული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ

ავტორი
Front News საქართველო
აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მისული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, უპრეცედენტო არაა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სასჯელი მოიხადოს.
“კარგად მახსოვს 2012 წელი, რადგან მე თვითონაც ვმონაწილეობდი ამ აქციებში. არ მინდა ეს დაკნინებაში ჩამომერთვას, უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. მე არც ერთ ადამიანზე, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილზე და არც ერთ პატიმარზე არ მომიბრუნდება ენა, ცუდი და იქედნური ვთქვა, მაგრამ ეს არ არის უპრეცედენტო და არ მინდა ქვეყნების ჩამოთვლა – არც ისე ცოტაა ქვეყნები, სადაც ანალოგიური მომხდარა და ახლაც ყოფილი პრეზიდენტები იხდიან სასჯელს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯის შემლახველი იყოს. შესანიშნავი არ არის, რა თქმა უნდა, სჯობდა არ მომხდარიყო ეს დანაშაული, რის გამოც ეს ადამიანი სასჯელს იხდის“, – განაცხადა სერგეენკომ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


