
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე 14 ივლისის სხდომაზე იმსჯელებს.
ბოლო რამდენიმე თვეა, რაც დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში აღარ დადის და პლენარულ სხდომაზეც რამდენჯერმე იყო.
დავით სერგეენკოს მიერ პარლამენტის დატოვებაზე საუბარი მაშინ იყო, როცა უმრავლესობა და პარლამენტი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ამის მიზეზი კი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გახდა, რომელიც უმრავლესობამ საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ საბოლოოდ პარლამენტიდან გაიწვია.
თაგები:
დავით სერგეენკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს