Logo

დავით სერგეენკო – შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლა საბაბად გამოიყენეს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღოთ

პოლიტიკა
1388
Frontnews image description

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების“ გასვლა საბაბად გამოიყენა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო.

 

“ქრონომეტრაჟი რომ გავაკეთოთ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” შემოვიდა პარლამენტში, მე ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ საგნობრივ დისკუსიას კომიტეტების დონეზე, ამა თუ იმ კანონპროტექტზე. ბოლო პლენარულ სხდომებზეც ვნახეთ, რომ ეს ადამიანები კონსტრუქციული ოპონირებისკენ მოწოდებული არ იყვნენ. ისინი თავიდანვე მოწადინებული იყვნენ ამისკენ და შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლა საბაბად გამოიყენეს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღოთ”, – აცხადებს სერგეენკო.

თაგები:

Advertisement