დავით ჭიჭინაძე – ის, რომ “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის ჩამოსვლის რეალურად ეშინია და არც “აწყობს”, დიდი ხანია, ფაქტია


ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლება რომელიც ქუჩაში ხალხის გამოყვანას აანონსებს, ის დასრულებული ხელისუფლებაა!, – აცხადებს “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
“ან როგორ უნდათ ეს ხალხი უკან შეიყვანონ?! მელიას დასაჭერად ხომ ჩაატარეს 3500 კაციანი ოპერაცია და ახლა რას ხლართავენ? მაგრამ ის, რომ “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის ჩამოსვლის რეალურად ეშინია და არც “აწყობს”, დიდი ხანია ფაქტია. ამიტომ აჯერებენ ასეთი შემართებით საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ყველაფერი იდეალურადაა და მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლა გამოიწვევს აფეთქებას.
თუ ეს ასე არ არის, მაშინ დაეჭირათ მხარი პარლამენტში შესული კანონპროექტისთვის – სააკაშვილი ბოკერიას მმართველობის რეჟიმად გამოცხადების შესახებ და არ იქნებოდა პრობლემა”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს