Logo

დავით ჭიჭინაძე – მთავარი ფიგურა ივანიშვილია და სწორედ მასზე უნდა გავიდეს სანქციების ხაზი

პოლიტიკა
1218
Frontnews image description

20 ივნისის მერეც ვნახეთ გადადგომები და მანამდეც, რამდენიმე რეზონანსული საქმის შემდეგ, მაგრამ ყველა გადამდგარი მალევე დაწინაურდა, ან მეორედ დაგვიბრუნდა, – ამის შესახებ “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

 

“ამიტომ არ ნიშნავს ახლა არაფერს ღარიბაშვილის გადადგომა – მონა რა გვარი იქნება რა მნიშვნელობა აქვს. არც ღარიბაშვილზე, ან თუნდაც დანარჩენ მეოცნებეებზე დაკისრებული სანქციები უნდა ადარდებდეს ივანიშვილს დიდად…

 

მთავარი ფიგურა ივანიშვილია და სწორედ მასზე უნდა გავიდეს სანქციების ხაზი. ის უნდა აიძულონ, რომ ქართველი ხალხს ნებას დამორჩილდეს. 

 

შარლ მიშელი კი, თავისი რეპუტაციის დასაცავად ბრუნდება საქართველოში, რადგან უკვე ყველამ ზუსტად გაითავისა, რომ, „ქართულ ოცნებასთან“ არაფერზე მოლაპარაკება და ნდობა არ შეიძლება. არსებული კრიზისული მდგომარეობიდან კი, ვადამდელი არჩევნების გარდა ვერაფერი გამოგვიყვანს”,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე

თაგები:

Advertisement