დაზიანებული სახლები, ისტორიული ძეგლები, დაღუპულები და დაშავებულები - კიევზე რუსული თავდასხმის შედეგები

ავტორი
Front News საქართველო
15 ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე კომბინირებული შეტევა განახორციელა. მტრის დაბომბვის შედეგად დედაქალაქში შენობები და ისტორიული ძეგლები დაზიანდა, არის მსხვერპლი.
კიევის თავზე დრონები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები დაფრინავდნენ; თავდასხმის გამო 140 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა; თავს დაესხნენ მიძინების ტაძარს (კიევ-პეჩერის ლავრა); მტერმა მრავალი საცხოვრებელი შენობა დააზიანა; თავს დაესხნენ დოვჟენკოს კინოსტუდიას, კოსტიუმები დაიწვა; დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა.
მთავარეპისკოპოსმა აბრაამის განცხადებით, რუსული თავდასხმის შემდეგ, ლავრამ ორგანიზება გაუწია წმინდა რელიკვიების და ლიტურგიკული ნივთების სასწრაფო ევაკუაციას. მათ შორის იყო უძველესი ხატები, ანტიმენსიონები და სხვა ძვირფასი ნივთები.
"ლავრის ძმების, ყველა ჩართული პირის კოორდინირებული ძალისხმევის, ასევე მაშველებისა და მეხანძრეების თავდადებული შრომის წყალობით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა და სიწმინდეების შენარჩუნება“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
რუსებმა ღამით ასევე დაარტყეს ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის ეროვნულ კინოსტუდიას. ეს არის ერთ-ერთი უძველესი კინოსტუდია უკრაინაში. ხანძრის შედეგად უკრაინის უდიდესი და უძველესი კოსტიუმების კოლექცია განადგურდა. სტუდიაში დაახლოებით 100 000 კოსტიუმი და სამი მილიონი ერთეული სხვადასხვა ტანსაცმელი. ასევე დაზიანდა კინოსტუდიის სხვა შენობები და ნაგებობები.
ბოლო მონაცემებით, კიევში ამ დროისთვის 23 დაშავებულია. მათ შორის ორსული ქალი და 5 წლის ბავშვია. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაღუპულია 4 ადამიანი.












