Logo

“დებილი დედაკაცი, დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ”

საზოგადოება
668
Frontnews image description

ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება კვლავ დაძაბულია. სოციალურ ქსელში ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, სტეფანესა და ეპარქიის მონაზვნების შეხვედრის ვიდეომასალასა ქვეყნდება, სადაც ისმის, როგორ მიმართავს მეუფე მონაზვნებს შემდეგი სიტყვებით: "დავაი რა", "შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი".

"მეუფე პეტრეზე რაც ვთქვი, იმ გაფუჭებულმა დედაკაცმა რაც თქვა ჩემს ძმებზე, ეპისკოპოსებზე, მე გავეცი პასუხი. ცილი არ დამიწამებია, ვიცი და მორჩა, შენ რატომ დაგიმტკიცო, ვინა ხარ შენ, რომ დაგიმტკიცო. შენ რომ გაინტერესებს, არ ნიშნავს იმას, რომ მე შენ უნდა გიმტკიცო. შენ მდუმარედ უნდა იჯდე, ვაბშე და ხმას არ უნდა იღებდე. დავაი, რა…"

"რა უბედურება გჭირს, ქალო, დააყენე ერთი წუთით, რა, ეს შენი რაღაცა, რა", – მიმართავს მონაზვნებს მეუფე სტეფანე.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა დედა სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა. დედა სოსანა განყენებული მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ​მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას, რომ მას გერმანიაში შვილი ჰყავს, უარყოფდა.

"საპატრიარქოში სინოდის სახელზე დაწერე, შეიტანე და განიხილოს სინოდმა თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ შენი განცხადება არის მისი განხილვისა. შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ შენ მოქმედებ არაკანონიკურად დედაო, ეს ხომ ფაქტია?!

რას მელაპარაკები, არა გრცხვენია, შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ. მეუფე პეტრეს დაანებე თავი, დაგღუპა მაგან, შენს თავს მიხედე.

გადაგაყენე მონაზვნის წინამძღვრობიდან, გადაგაყენე დედაო, ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც, მანქანა იქ დატოვე იმიტომ, რომ ის შენი არაა", – მიმართა მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას.

ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან განაყენეს.

თაგები:

Advertisement