Logo

დედოფალ ელისაბედს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიო
20.02.2022 / 19:05
480
Frontnews image description

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

სასახლეში აცხადებენ, რომ მონარქს მსუბუქი, „გაციების მსგავსი სიმპტომები აქვს“. 

 

“ის გააგრძელებს სამედიცინო დახმარების მიღებას და ყველა შესაბამის მითითებას შეასრულებს“, – აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

 

როგორც BBC წერს, 95 წლის დედოფალი კონტაქტში იყო თავის უფროს ვაჟთან, რომელსაც კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა.

Advertisement