დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა მართავდა, ხეს შეეჯახა.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი დედოფლისწყაროდან თბილისში მიემგზავრებოდა, სადაც ის დასაქმებული იყო.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.





