დენის შმიგალი – იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს


ავტორი
Front News საქართველო
იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერი-მინისტრი დენის შმიგალი “ტვიტერზე” ქართველი მოხალისეების გამგზავრებასთან დაკავშირებით წერს.
“მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია @GharibashviliGe გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!
თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!
#StopRussia“, – წერს შმიგალი “ტვიტერზე” ქართულ ენაზე.
თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა გადაეყვანა, საქართველოში არ შემოუშვეს.
სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 18:00 საათზე უნდა შესრულებულიყო. უკრაინაში გამგზავრებას 90 მოხალისე ელოდება.
<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”ka” dir=”ltr”>მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია <a href=”https://twitter.com/GharibashviliGe?ref_src=twsrc%5Etfw”>@GharibashviliGe</a> გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! <a href=”https://twitter.com/hashtag/StopRussia?src=hash&ref_src=twsrc%5Etfw”>#StopRussia</a></p>— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) <a href=”https://twitter.com/Denys_Shmyhal/status/1498345460456689666?ref_src=twsrc%5Etfw”>February 28, 2022</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს