დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა


ავტორი
Front News საქართველო
დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კი, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია პირველი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
სატრანსპორტო საშუალებებს უკვე ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელები. სადეზინფექციო ღონისძიებები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.
მუნიციპალურ ავტობუსებში ასევე არის განთავსებული დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები.
აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა