Logo

“დღეის მდგომარეობით გახარიასთან არანაირ თანამშრომლობაზე არ ვფიქრობ, არ მქონია არანაირი კონტაქტი”

საზოგადოება
869
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ერთადერთი, ვისაც გახარია ხმას გაუყოფს, "ქართული ოცნებაა". ის ამ ეტაპზე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან არანაირ თანამშრომლობაზე არ ფიქრობს. 

"გახარია ჯერ პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ხომ? ჯერ პოლიტიკაში ის არ არის. ამასთან, მან უნდა გადაწყვიტოს სად არის ამ პოლიტიკაში. დღეს რაც ეტყობა, პირდაპირ გეტყვით, რომ თითქოს "ქართულ ოცნებასთან" არის შეთანხმებული მისი ეს ქმედება. ამ მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, იმისთვის, რომ საერთოდ ოპოზიციურმა პარტიებმა ვისაუბროთ რამეზე. მე, როგორც პოლიტიკური ძალის ლიდერმა, მასთან საერთო რამეზე რომ ვისაუბრო, ჯერ უნდა გავიგო, რეალურად რა უნდა ამ ადამიანს. ჯერ ვერ ვხედავ რაიმე ტიპის თანამშრომლობის პერსპექტივას, უფრო მეტიც, გეტყვით, რომ გახარიას შემოსვლის შემთხვევაში, სწორედ ამიტომ ჩავატარეთ კვლევა, გაიკვა რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდამჭერებზე ის ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს. 

დღეის მდგომარეობით მასთან არანაირ თანამშრომლობაზე არ ვფიქრობ, არ მქონია არანაირი კონტაქტი პრემიერი რომ იყო და არც მას შემდეგ. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ერთადერთი ვისაც ხმას გაუყოფს, თუ ის პოლიტიკურ ძალას ჩამოაყალიბებს, არის "ქართული ოცნება", რაც ჩემთვის ძალიან კარგია, რაც უფრო ნაკლებ ხმას მიიღებს "ქართული ოცნება", მით უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ხელისუფლება ქვეყანაში არის შესაცვლელი. მისგან თუ წარმოიშვება ორი პატარა პარტია, მე ვერაფერ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ"- განაცხადა ვაშაძემ.

თაგები:

Advertisement