Logo

“დღეს ან ხვალ ვაპირებ მივიდე ნიკასთან საპატიმროში და ვესაუბრო მას შემდგომ ნაბიჯებზე”

საზოგადოება
988
Frontnews image description

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ აპირებს, დღეს ან ხვალ ნიკა მელიასთან მივიდეს ციხეში. 

იგი იმედს გამოთქვამს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სრული დეპუტაციით შეუერთდებათ მათ პარლამენტში. 

"დღეს ან ხვალ ვაპირებ მივიდე ნიკასთან საპატიმროში და ვესაუბრო მას შემდგომ ნაბიჯებზე. ჩემი დიდი სურვილია აღდგომის დღესასწაულს ნიკა მელიაც შეხვდეს საკუთარ ოჯახში.

ამის შემდეგ ენმ მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და მინდა გამოვთქვა ჩემი დიდი იმედი და სურვილი რომ ენმ-ს დეპუტაცია სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში", – აღნიშნა სამადაშვილმა პარლამენტში შესვლისას. 

პარლამენტში ოპოზიციის მისვლის პარალელურად, ამნისტიის კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებმა ოპოზიციის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში შეძახილებით შეაცილეს.

თაგები:

Advertisement