დღეს “ბორჯღალოსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან

ავტორი
Front News საქართველო
დღეს "ბორჯღალოსნები" 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინელების წინააღმდეგ გამართავენ და მოგების შემთხვევაში, ვადაზე ადრე მოიპოვებენ ჩემპიონობას.
თამაშს სამმაგი დატვირთვა ექნება. გარდა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, გუნდებს შორის გათამაშდება ტრადიციული, „ანთიმოზ ივერიელის თასი“; გარდა ამისა, წლევანდელი და მომავალი რაგბის ევროპის ჩემპიონატის ჯამის მიხედვით, ორი მოწინავე 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.
საქართველოს და რუმინეთს შორის 2000 წლიდან დღემდე გამართული 24 მატჩიდან (11-11 შინ და გარეთ, 2 ნეიტრალურზე), 14 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 9 „მუხების“ , ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. საქართველომ მეტოქეს გაუტანა 45 ლელო და 476 ქულა, თავად კი 32 ლელო და 394 ქულა გაუშვა.
მთავარ და პრინციპულ მეტოქესთან, ქართული მხარის ინიციატივით, 2002 წლიდან თამაშდება საზიარო, "ანთიმოზ ივერიელის თასი“, რომელიც ბორჯღალოსნებმა 13-ჯერ მოიგეს, რუმინელებმა კი 6-ჯერ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


