Logo

“დღეს ჩემი დაბადების დღეა, რა ვქნა, შემიძლია დავლიო? ჩამიშალეთ დაბადების დღე”

საზოგადოება
745
Frontnews image description

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა და ვაქცინის გაკეთებისაკენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს მოუწოდა.

"ეს იყო და ეს… დღეს ჩემი დაბადების დღეა, რა ვქნა, შემიძლია დავლიო? ჩამიშალეთ  დაბადების დღე.

დღეს ჩავიტარე ურიგოდ ეს აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც ჯგუფში არ ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ რიგია მედპერსონალის და ნამდვილად საჭირო არის, რომ ისინი პირველად აიცრან.

თუ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, რომ ეს საშუალება გამოვიყენოთ, რამეთუ დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ კრიზისიდან", – განაცხადა ზურაბიშვილმა
 

თაგები:

Advertisement