Logo

“დღეს ჩვენ ვიხილავთ სხვადასხვა ქალაქში აქციებს და პიკეტირებებს, 23 მაისს გვიხილავენ თბილისში”

საზოგადოება
867
Frontnews image description

რიონის ხეობის მცველები 23 მაისს, თბილისში, საპროტესტო აქციას აანონსებენ. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მთავრობის ახალი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოები არიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლება აგრძელებს ნარატივს, რომ ჰესის მშენებლობა აპრიორში გაგრძელდება. 

"ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების განცხადება, სადაც ხელისუფლებამ აირჩია მოთხოვნების არდაკმაყოფილების გზა და ისევ პროტესტის იგნორის გზა. ჩვენ რა თქმა უნდა,  მოლოდინები გვქონდა, რომ ხელისუფლება გააგრძელებდა იგივე ნარატივს, რომ პროტესტის ავტორები არ არიან მათი მთავარი დიალოგის მეორე მხარე, რომ ისინი აპრიორშივე ულტიმატუმით საუბრით აგრძელებენ ურთიერთობას, რომ ჰესი ყველა ვარიანტში აშენდება. ისინი ცდილობენ მოძებნონ ყველა გზა და საშუალება, რომ "გააპრავონ", გაამართლონ თავიანთი შეცდომები ხელშეკრულების გაფორმების კუთხით ვგულისხმობ და ამით თითქოს მოახდინონ პროტესტის ხელოვნური დეესკალაცია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები და გვრჩება კონკრეტული კითხვები. სანამ ამ კითხვებს პასუხები არ გაეცემა უშუალოდ ჩვენთან, რა თქმა უნდა, პროტესტი, პირიქით ესკალაციაში გადავა და ეს ვნახეთ ჩვენ, ამდენდღიანი პროტესტის განმავლობაში. უმნიშვნელოვანესი აქცენტი, რაც გვინდა გავაკეთოთ არის ის, რომ ხელისუფლებას ჩვენ პირველივე დღიდან მოვუწოდებდით, რომ დიალოგს მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს აზრი: თუ დიალოგის ორივე მხარე აღიარებს, რომ დიალოგმა გადაწყვიტოს ჰესი აშენდება თუ არ აშენდება. განცხადებებში კი, რომელიც ვიხილეთ დღეს მთავრობის ადმნისტრაციისგან, მათი პოზიცია აშკარად გამოხატავს, რომ ხელისუფლება აპრიორშივე ჰესის აშენების დამოკიდებულებით გამოდის და გვესაუბრება. 

ჩვენ ვაგრძელებთ პერმანენტულ აქციებს. დღეს ჩვენ ვიხილავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩვენი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ აქციებს და პიკეტირებებს. ამის შემდეგ, რადგან შევდივართ ვნების კვირეულში და შემდეგ აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში, რა თქმა უნდა, არ გვაქვს საშუალება, რომ გავაგრძელოთ აქციის დაგეგმვა ამ პერიოდში თბილისში. შემდგომ კვირებში ვიცით, რომ დღის წესრიგი პოლიტიკური აქციების ხელშია თბილისში, ამიტომ გადავწყვიტეთ 23 მაისი. 23 მაისს გვიხილავენ თბილისში"-აცხადებს ხეობის ერთ-ერთი მცველი მირზა ნოზაძე. 

ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის და ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. 

რიონის ხეობაში პროტესტი 180 დღეა გრძელდება.

თაგები:

Advertisement