Logo

“დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია, ეს იმ კონკრეტულ პარტიებს, ვინც ამას აკეთებს, არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს”

საზოგადოება
756
Frontnews image description

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა – ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა.

ის ოპოზიციას მოუწოდებს, თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

"გუშინ იყო ზოგადად საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია დიალოგის დაწყება. ყველა დაეთანხმა ამას და ჩვენც მივესალმებით რა თქმა უნდა, უბრალოდ კარგი იქნებოდა ეს ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე რომ შეგვეძლოს.

გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვეცდებით, მოლაპარაკებები წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ კონკრეტულ პარტიებს, ვინც ამას აკეთებს, არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს, ამას მომავალიც გვაჩვენებს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან, კეთილი ინებონ  და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან", – განაცხადა კალაძემ.

დღესვე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების საკითხს არ განიხილავს, ამის ლეგიტიმური საფუძველი არ აქვთ. მისი თქმით, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება.

თაგები:

Advertisement