“დღეს იწყება უწყვეტი პროტესტის ჯაჭვი, იქნება მცირე აქციები, დიდი აქციები, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი და ა.შ”


ავტორი
Front News საქართველო
იწყება პროტესტის უწყვეტი ჯაჭვი, იქნება მცირე აქციები, დიდი აქციები, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
"დღეს იწყება უწყვეტი პროტესტის ჯაჭვი. მსურველები დარჩებიან პარლამენტთან. გამოვაცხადებთ მომდევნო ორი თვის გრაფიკს: იქნება მცირე აქციები, დიდი აქციები, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი და ა.შ. მთავრობის სხდომა იქნება, პარლამენტის სხდომა იქნება თუ საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები სადმე, ყველგან დახვდებათ სიმართლე. შეუძლებელია, პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე მოხდეს ის, რაც მათ ჩაიდინეს. ვხედავთ, რომ ერთპარტიული პარლამენტი აბსოლუტურ ეროზიას განიცდის. ვხედავთ, რომ ერთპარტიულ მმართველობას მივყავართ იქამდე, რამაც დაგვინგრია საერთაშორისო რეპუტაცია.
ყველა ადამიანი, ვინც ამას გრძნობს და ამის შეცვლა უნდა, გააპროტესტებს აქციებით, სხვადასხვა ფორმით და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ პოლიტპატიმრები გამოვლენ ციხიდან და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, როგორც ერთადერთი შესაძლებლობა ამ პოლიტიკური და მორალური კრიზისის განმუხტვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს