დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა – “თავისუფლებისთვის” გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" გაიმართება.
13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყებენ მსვლელობას. 15:00 საათიდან კი აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბებიან, სადაც ლიდერები სიტყვით გამოვლენ და სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.
მათი მოთხოვნებია გათავისუფლდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა. ასევე, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს