დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

ავტორი
Front News საქართველო
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და 1939 წლის პირველ სექტემბერს, 4 საათსა და 45 წუთზე პოლონეთზე თავდასხმით, 1941 წლის 22 ივნისის დილას კი ვერმახტის 149 დივიზიამ (მათ შორის ყველა გერმანული სატანკო დაა მოტორიზებული ძალები) სსრკ-ის საზღვრები გადალახა.
საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ ადამიანი (სსრკ – 27 მლნ., გერმანია – 5,25 მლნ., პოლონეთი – 4,5-6 მლნ., იუგოსლავია – 1,7 მლნ., იაპონია- 1,8 მლნ., აშშ – 318.000, დიდი ბრიტანეთი – 386.000, საფრანგეთი – 810.000, იტალია – 330.000, რუმინეთი – 378.000, უნგრეთი – 420 000, ფინეთი – 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.
მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 750 000 მეომარი გაგზავნა. აქედან ომში დაიღუპა 300 000 ქართველი. უამრავი ადამიანი დასახიჩრდა, ბევრმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ომის შედეგად მიღებული ჭრილობებით დაიღუპა უამრავი ქართველი.
თაგები:





