დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა


ავტორი
Front News საქართველო
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 37 წელი შეუსრულდებოდა. თანამებრძოლებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის მოძღვარმა მამა გაბრიელ ბაქრაძემ გიორგი ანწუხელიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმაც. სამხედრო მოსამსახურეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები.
საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.
თაგები:
გიორგი ანწუხელიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა