Logo

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა

საზოგადოება
941
Frontnews image description

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს, 20:00 საათზე ეწვევა, ოფიციალურ შეხვედრებს კი ხვალ გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან, რათა პირადად გაეცნოს ადგილზე არსებულ ვითარებას და დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნა. 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს. 

საქართველოს გარდა, შარლ მიშელი ასევე ეწვევა მოლდოვასა და უკრაინას.

თაგები:

Advertisement