“დღევანდელი შეხვედრაც იმას ეხება, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას, იქნება შეთანხმებული ნიკა მელიასთან”


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" პოლტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი პარტიის თავმჯომარეს ნიკა მელიას დღეს შეხვდება. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საუბარი ყველა თემას შეეხება, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებსაც, ვინაიდან ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეს საკითხი წამოჭრა.
"ვისაუბრებთ დღევანდელ მდგომარეობაზე, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმებზე. ნიკა არის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას, სანამ ის ციხეშია, ვიღებდით რა თქმა უნდა, მასთან შეთანხმებით. დღევანდელი შეხვედრაც იმას ეხება, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციად დაფიქსირება, ეს იქნება შეთანხმებული ნიკა მელიასთან.
ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას". ვისაუბრებთ ქვეყანაში შექმნილ უმწვავეს კრიზისზე, ასევე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებითაც, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი საუბარი არ გვქონია და არც ვთვლიდით საჭიროდ, სანამ ზოგიერთი პოლიტიკური ძალები არ წამოჭრიდნენ ამ საკითხს, რომ ჩვენ ნიკა მელიას გამოსვლამდე რამენაირად გვესაუბრა რამე არჩევნებზე", – განაცხადა ბოტკოველმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს