Logo

დიდი ბრიტანეთის მეფეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

მსოფლიო
1350
Frontnews image description

დიდი ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ მესამეს სიმსივნე დაუდგინდა, – ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

 

75 წლის მონარქს დიაგნოზი იანვარში, კლინიკაში პროცედურების დროს დაუსვეს.

 

ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიაგნოზის დადგენის შემდეგ მეფე გააგრძელებს სამთავრობო მოვალეობების შესრულებას და დოკუმენტებთან მუშაობას. ექიმებმა მეფეს ურჩიეს, ამ დროისთვის გადაედო საჯარო ღონისძიებები.

 

“მისმა უდიდებულესობამ გადაწყვიტა გაგიზიაროთ თავისი დიაგნოზი, რათა თავიდან აიცილოს სპეკულაციები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

თაგები:

ჩარლზ III
Advertisement