Logo

დიდი ბრიტანეთის პრემიერი პარტნიორებს უკრაინაში პუტინის დასამარცხებლად სამოქმედო გეგმას სთავაზობს

მსოფლიო
547
Frontnews image description

მომდევნო კვირას, ბრიტანეთის პრემიერი პარტნიორებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას შესთავაზებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

მისივე ცნობით, ბორის ჯონსონი საკუთარი გეგმის წარდგენას კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე გეგმავს.

 

ბორის ჯონსონი გეგმავს, მოუწოდოს საკუთარ პარტნიორებს, რომ მოახდინონ უკრაინისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება, ასევე მხარი დაუჭირონ უკრაინას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფაში და მაქსიმალურად გააძლიერონ ეკონომიკური ზეწოლა პუტინის რუსეთზე.

 

“პუტინი უნდა დამარცხდეს, ეს უნდა იყოს მისი აგრესიის მარცხი. საკმარისი არ არის ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო წესრიგის წესებზე. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სამხედრო ძალით მისი მუდმივი გადაწერის მცდელობა”, – ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში.

Advertisement