დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი კიევში ზელენსკის შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში წერს, უკრაინა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას არასოდეს დაივიწყებს.
“ჩვენთვის, ამ გადამწყვეტ დროს, დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით არის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამას. მადლობა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის ვიზიტისთვის“, – წერს ზელენსკი.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ლონდონი უკრაინას სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 3 მილიონ ფუნტს გამოყოფს, 5 მილიონ ფუნტს კი ღარიბ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის მიწოდებისთვის.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს