დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული უ.თ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. უ.თ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მდმა“ და „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




