დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღებისფაქტზე, სომხეთის მოქალაქე დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქ. თბილისში, 2 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღა ალკოჰოლური სასმელის მარკირებისთვის განკუთვნილი 3 051 ცალი ყალბი აქციზური მარკა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
დაკავება

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა