დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, 2019-2020 წლებში განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426 352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელსაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ.
გამოძიების პროცესში, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ იქნა 139 000 ლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს