Logo

დიდმა ბრიტანეთმა ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა

Frontnews image description

დიდმა ბრიტანეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის “ყოფილ პრეზიდენტს”, ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა.

ბიბილოვი დასანქცირებულია უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის.

“ბიბილოვი მონაწილეობს ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, რაც ძირს უთხრის, ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში დასაბუთებაში.

Advertisement