დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს


ავტორი
Front News საქართველო
კვირას, 21 სექტემბერს, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გამოაცხადეს.
კანადა გახდა დიდი შვიდეულის პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა პალესტინის დამოუკიდებლობა.
"კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და სთავაზობს პარტნიორობას როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის დაპირების შექმნაში“, – წერს მარკ კარნი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ოფიციალურად აღიარა პალესტინა.
"დღეს პალესტინელების და ისრაელელების მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედის აღსადგენად გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, – განაცხადა სტარმერმა.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარა, ავსტრალია გახდა. პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ თავისი განცხადების ტექსტი სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
"ავსტრალიის თანამეგობრობა ოფიციალურად აღიარებს პალესტინის დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს. ამგვარად, ავსტრალია აღიარებს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ და დიდი ხნის მისწრაფებას, შექმნან საკუთარი სახელმწიფო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
პალესტინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს