დიდუბეში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, დიდუბეში ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და მას ცივი იარაღით ათამდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
ახლობლების თქმით, ქალი ქმრისგან სამი თვის წინ წამოვიდა, მამაკაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით ადრეც იყო დაკავებული და 3000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
შსს-ს ცნობით, მამაკაცი დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს