დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე ერთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

ავტორი
Front News საქართველო
დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირისა და იროდიონ ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან ცემის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიამდე.
აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოტრანსპორტისთვის.
შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტით მოძრაობა ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით განხორციელდება.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


