“დილიდან შეგვიძლია ვესტუმროთ ბარებსა და რესტორნებს, საღამოს კი ვგეგმავთ ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს”


ავტორი
Front News საქართველო
მოძრაობა "სირცხვილია" 6 თებერვალს "კომენდანტის საათის" დროს დაუმორჩილებლობის მარშს მოაწყობს.
მოძრაობა მოქალაქეებს მოუწოდებს, შაბათს დილიდან ჯერ რესტორნებს ესტუმრონ, რომლებიც თვითნებურად იხსნება, საღამოს კი პარლამენტთან მივიდნენ და დაუმორჩილებლობის ფერად მარშში მიიღონ მონაწილეობა.
"როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს, მოქალაქეების დაუმორჩილებლობის დრო დგება!
შაბათს, 6 თებერვალს, 200-მდე რესტორანი აღარ დაემორჩილება მთავრობის დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გაიხსნება. დილიდან შეგვიძლია ვესტუმროთ ბარებსა და რესტორნებს, ვისარგებლოთ მათი მომსახურებით და გავამხნევოთ მათი მფლობელები. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.
საღამოს, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის. 20:00 სთ-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან!" – ნათქვამია განცხადებაში.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა დაუმორჩილებლობის გამოცხადება და თვითნებურად გახსნა 6 თებერვლისთვის დააანონსეს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს