დიმიტრი ხაჩიძე - ველოდებით, რომ სასამართლოს განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს

ავტორი
Front News საქართველო
დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა. დასკვნითი სიტყვები ვთქვით დღეს. ველოდებით, რომ სასამართლოს განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მტკიცებულებები და ჩვენებები, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, საქმის სხვა მასალებს არ შეესაბამება.
"დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა. დასკვნითი სიტყვები ვთქვით დღეს. ველოდებით, რომ სასამართლოს განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებიც გამამტყუნებელი განაჩენისთვის არის საჭირო. წარმოადგინა ძალიან საეჭვო მტკიცებულებები - პირებმა ვლადიმერ ღუდუშაურმა ჩვენებები საკუთარი თავის გადასარჩენად, ციხიდან გამოსასვლელად, მისცეს. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები და ჩვენებები, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, საქმის სხვა მასალებს არ შეესაბამება.
ბრალდება ეყრდნობა ღუდუშაურის და ტუკვაძის ჩვენებებს, თუმცა ვამბობთ, რომ ღუდუშაურის ჩვენება სრულიად ეწინააღმდეგება საქმის ყველა მასალას. ასევე ტუკვაძის ჩვენება ეწინააღმდეგება საკუთარ ჩვენებასაც და ეწინააღმდეგება საქმის მასალებს“, - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
თაგები:
დიმიტრი ხაჩიძე




