დიმიტრი ხუნდაძე - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეუდარებლად პრინციპული იყო და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არავის უთმობდა


ავტორი
Front News საქართველო
"მე იმ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც გაუკვალავზე სიარული მოუწია. ეს რთული გზა იყო, მაგრამ უალტერნატივო! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა უბედურებას ვერ აიცილებდა, არადა ამ ქვეყნის უბედურებას ბევრი ელოდა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით - რომ მორჩილად ექციათ საქართველო, ცალ ფეხზე დაეყენებინათ და გარედან მოსული ნებისმიერი დაკვეთა შიგნით შემსრულებლებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეესრულებინათ. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ავიცილეთ და ამ გზაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყო შეუდარებლად პრინციპული. ის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავის უთმობდა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ.
მისივე თქმით, დღესაც ბევრი ცდილობს, რომ საქართველო ომში ჩართოს.
"როცა მშვიდობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა და დამსახურება ვახსენო ამ ტრიბუნიდან და მას მადლობა გადავუხადო მშვიდობისათვის. არადა დღეს მსოფლიო იარაღზე იყურება და ბევრი ელოდება და ახლაც ცდილობს, რომ საქართველო ღია დაპირისპირებაში ჩართოს - ხან მიშა შემოგვიყვანეს, ხან სანქციები მოგვთხოვეს, ხან იარაღის გაგზავნა დაგვავალდებულეს და თურმე მებრძოლები ჩარტერებით უნდა გაგვეგზავნა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი იყო და ეს იყო სწორედ ის გზა, რაც საქართველოს ომამდე მიიყვანდა“, - განაცხადა ხუნდაძემ.
თაგები:
დიმიტრი ხუნდაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს