დიმიტრი პესკოვი – მიუღებლად მიგვაჩნია იმ ქვეყნის მეთაურის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებით ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურენ, რომელმაც ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
დიმიტრი პესკოვის თქმით, ასეთი რიტორიკა დაუშვებელია.
“მიუღებლად და უპატიებლად მიგვაჩნია იმ ქვეყნის მეთაურის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებით ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დღეს სამხედრო დამნაშავე უწოდა. კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: “მე ვფიქრობ, რომ ის სამხედრო დამნაშავეა“.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს