დიმიტრი საძაგლიშვილი - სავარაუდო სცენარად, ბუნებრივია, გამოიყურება ის, რომ ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება წარუდგინონ ნიკა გვარამიას


ავტორი
Front News საქართველო
ის გარემოება, რომ პროკურატურა შემოვიდა "მთავარ არხში" ისეთი აბსურდული საჩივრის საფუძველზე, როგორიც ოქუაშვილის დანიშნულ დირექტორს ჰქონდა წარდგენილი, უკვე მიანიშნებს, რომ ისინი არ არიან მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანო, - ამის შესახებ "მთავარი არხის" იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა არის რეჟიმის ნების აღმსრულებელი.
"ამ შემთხვევაში, პროკურატურა არის რეჟიმის ნების აღმსრულებელი. რა შეიძლება იყოს რეჟიმის პოლიტიკური ამოცანა, ამის გამოცნობა არ არის მარტივი ამბავი იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან არაადეკვატურად იქცევიან. სავარაუდო სცენარად, ბუნებრივია, გამოიყურება ის, რომ მათ ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება წარუდგინონ "მთავარი არხის" ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ახლა უკვე ამ საქმეზე დევნონ ის პოლიტიკურად. ნებისმიერ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ პროკურატურა შემოვიდა "მთავარ არხში" ისეთი აბსურდული საჩივრის საფუძველზე, როგორიც ოქუაშვილის დანიშნულ დირექტორს ჰქონდა წარდგენილი, უკვე მიანიშნებს, რომ ისინი არ არიან მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანო", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
16 ივლისს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხსა"და კონტრაქტორ კომპანიაში შევიდა.
თაგები:
დიმიტრი საძაგლიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს