დიმიტრი სამხარაძე - ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის ქველმოქმედების მსგავსი საქართველოსთვის არავის არასდროს გაუკეთებია!

ავტორი
Front News საქართველო
“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, ნაცურ მედიაზე არის ზედგამოჭრილი! უტვინოები რომ არიან, იმითაც ამტკიცებენ, ნაცებს ემონებიან და ისეთ უტოპიაში გადადიან, მთელი ერის დასაცინად იხდიან თავს! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე "ტვ პირველის" ინფორმაციას, რომლის მიხედვით, "ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ".
სამხარაძის განცხადებით, საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, მსგავსი ქველმოქმედება არასდროს არავის გაუკეთებია, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გააკეთა. ის აქვეყნებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ქველმოქმედების ნაწილის ჩამონათვალს და წერს, რომ სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.
“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, ნაცურ მედიაზე არის ზედგამოჭრილი! უტვინოები რომ არიან, იმითაც ამტკიცებენ, ნაცებს ემონებიან და ისეთ უტოპიაში გადადიან, მთელი ერის დასაცინად იხდიან თავს!
რაც შეეხება ერისკაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის ქველმოქმედებას საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, მსგავსი არავის, არასდროს გაუკეთებია! არ არსებობს ქართველი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს იმდენი სიკეთე მოუტანა, რამდენიც ბატონმა ბიძინამ და მისმა ოჯახმა! ბიზნესი ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც პირველი მილიონი შემოუვიდა და ამ მილიონიდან, 750 ათასის ტრაქტორები იყიდა და საქართველოში გამოაგზავნა ხალხისთვის! რატომ ვიწყებ იცით ამ მაგალითით? მაშინ არავინ იცოდა, არც ბატონმა ბიძინამ, ბიზნესი როგორ გაუგრძელდებოდა, წარმატებას მიაღწევდა ისევ თუ არა! შანსი გამოუჩნდა და უფრო მეტი მის ხალხს დაახარჯა, ვიდრე თავის ოჯახს! ვინმე შეძლებდა?
1.ააშენა სამების ტაძარი
2.გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა თსუ-ს 1 კორპუსი
3.გაარემონტა კონსერვატორია
4.გაარემონტა სამხატვრო აკადემია
5.გაარემონტა პირველი კლასიკური გიმნაზია
6.აშენებს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს,
7.ააშენა ფრანგული სკოლა
8.საქართველოში ააშენა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა 36 სკოლა
9.გარემონტდა 400-ზე მეტი სკოლა
10.აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარა 540 ტაძარს და ძეგლს. (აგრეთვე კაცხის მონასტერს, ვარძიას, მცხეთა – სვეტიცხოველი, გერგეტის სამებას, უფლისციხეს და ა.შ.)
11.ჯანსულ კახიძის მუსიკალური ცენტრს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია,
12.ოპერისა და ბალეტის თეატრს სრული რეკონსტრუქცია
13.განაახლა და სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს (ფილარმონია)
14.შოთა რუსთაველის თეატრს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია
15.მარჯანიშვილის თეატრს ჩაუტარა სრული რეკონტრუქცია
16.გრიბოედოვის თეატრის სრული რეკონსტრუქცია
17.თავისუფალი თეატრის სრული რეკონსტრუქცია
18.მოზარდმაყურებელთა თეატრი,
19.თუმანიშვილის თეატრი
20.მარიონეტების თეატრი
21.მუსიკისა და დრამის თეატრი
22.მსახიობების ხელფასით უზრუნველყოფა
23.ააშენა ბათუმის დელფინარიუმი
24.ბათუმის ზოოპარკი
25.ბათუმის ეშმაკის ბორბალი
26.გასართობი ცენტრი “ციცინათელა”
27.,სიღნაღის სრული რეკონსტრუქცია
28.ბაკურიანის საბაგირო გზა
29.საქართველოს ეროვნული მუზეუმი
30.ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
31.იოსებ გრიშაშვილის სახლმუზეუმი
32.აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი
33.მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი
34.თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი
35.ებრაელთა მუზეუმი
36.დააფინანსა 20-ზე მეტი მუსიკალური ანსამბლი
37.პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
38.ბოტანიკური ბაღი
39.2004-2007 წლებში მინისტრების, დეპუტატებისა და ა.შ. პირების ხელფასები
40.დააფინანსა სტიქიით დაზარალებულები
41.უამრავ ადამიანს უფასოდ უმკურნალა და არაერთ სტუდენტის სწავლას აფინანსებს საზღვარგარეთ
42.საერთაშორისო აუქციონებზე შეიძინა ფიროსმანის რამდენიმე ნახატი და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად
43.ქართული ჯარის ყაზარმების რემონტი და ხელფასები
44.საპატრულო პოლიციის სრული ეკიპირება და დაფინანსება
45.სოფელ ჭორვილის მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობა და მათთვის ყველანაირი დახმარების გაწევა
46.ურეკის დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა
47.ძვ.თბილისის რეაბილიტაცია,
48.გორი-ჭიათურა-ზესტაფონი ტრასის ასფალტიზაცია
49.თბილისი ხაშურის ავტობანის თანადაფინანსება
50.ქუთაისის ძველი უბნის რეაბილიტაცია
51.საპატრულოს ავტომობილები
52.საჩხერის და გორის სამხედრო ბაზები
53.ყველა სარაგბო სტადიონი
54.რაგბის ნაკრების დასპონსორება
55.საფეხბურთო ცენტრი “ბასა”
56.თბილისის კანალიზაცია
57.აშენდა და გარემონტდა საჩხერისა და ურეკის კულტურის სახლები
58.აშენდა ბოტანიკის ინსტიტუტი
59.აშენდა პოლიციის შენობები
60.ფინანსდება ისტორიული საბავშვო ჟურნალი ,,დილა”
61.განახლდა ბაკურიანისა და საჩხერის კინოთეატრები და ხელოვნების სახლები;
62.საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის ეკიპირების შესაძენად და ხელფასებისათვის წლების მანძილზე ფინანსდება 14 სპორტული ფედერაცია და 6 სპორტული კლუბი
63.ათიათასობით წიგნი საჩუქრად გადაეცა საქართველოს ეროვნულ, მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს
64.წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას სისტემატურად იღებს ხელოვნებისა და სპორტის 500-ზე მეტი მოღვაწე
65.ააშენა შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი
66.ააშენა და სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena
67.იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენაზე. ხელნაწერი აუქციონზე 1 მილიონი გირვანქა
68.კორონა ვირუსის ფონდს 100 მილიონი ჩაურიცხა
ეს სია არ არის სრული და უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ესეც საკმარისია იმის გასაგებად, რომ საქმე გვაქვს ერისკაცთან — ადამიანთან, რომელიც თავის ხალხს და ქვეყანას ეკუთვნის.
მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები თავად ლაპარაკობს, ის იცავს ტრადიციებს, აფასებს ისტორიას და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას გულით ატარებს", - წერს დიმიტრი სამხარაძე.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე




