
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე შალვა ნათელაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.
ნათელაშვილი ვიდეოში ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილის საშინელი გინება სცოდნია“, როგორც „მისგან გამოქცეულები“ ამას თავად უყვებიან. მისი თქმით, ის „კადრებს ამის მიხედვით არჩევს. მათ შორის, დედას აგინებს და ვინც მოითმენს, მაგალითად, კობახიძე, ღარიბაშვილი, ის მოსწონს და მერე იმას აწინაურებს“.
"ოპოზიციის კლოუნს, ფულზე გაყიდულს და ქვეყნის გამყიდველ შალიკო ნათელაშვილს მინდა პასუხი გავცე - ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს არათუ გინება, ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ უთქვამს არასოდეს არც საჯაროდ, არც პირად საუბრებში არათუ გუნდის წევრების, არამედ ყველაზე რადიკალურად განწყობილი ოპონენტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გინებაზე მეტსაც იმსახურებს.
ეს ბინძური ტყუილი ნათელაშვილისგან არ მიკვირს, მაგრამ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვიცი სართულიანი გინებები და არ დაგაკლებდი ახლა არაფერს, უბრალოდ შენზე სიტყვის გასვრაც კი მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა ხარ, ნაკაცარო შალიკო“, - წერს სამხარაძე.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს