
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დღეს საღამოს „იმედზე“ დაგეგმილ დებატებს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ასევე მათი ოპონენტები - გიორგი ხაბაშვილი, მარიამ იაკობიძე, ლაშა რიჟამაძე და რამაზ გერლიანი.
სამხარაძე აცხადებს, რომ დღეს მაყურებელს ირაკლი კობახიძის მორიგი მასტერკლასი ელოდება, რომელიც საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემას - ფასების პოლიტიკას ეხება.
"პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები. არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს