
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მშვიდობის, ჩვენი ეკლესიისა და მომავალი თაობების დაცვის მთავარი გარანტი არის ერისკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილი! ვერც ერთი გარე თუ შიდა ძალა ვერ დააჩოქებს საქართველოს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ეს არაერთხელ დადასტურდა, - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველომ არ დაიწყო ომი, არ დაასუსტა ეკლესია და არ დაუშვა არასრულწლოვნებში გარყვნილება, რის გამოც, ბიძინა ივანიშვილი მუდმივი წნეხის სამიზნეა. რაც შეეხება სანქციებს, სამხარაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესები არ იყიდება.
"ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, დაიცვა ეროვნული ინტერესები, ეკლესიის როლი და ტრადიციული ღირებულებები. არ დავიწყეთ ომი, არ დავასუსტეთ ეკლესია და არ დავუშვით გარყვნილება არასრულწლოვნებში! სწორედ ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი მუდმივი პოლიტიკური და საერთაშორისო წნეხის სამიზნე. სანქციები?
საქართველოს ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყიდება!
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. არ დავთმობთ ტრადიციებს, კულტურასა და ეროვნულ იდენტობას!
საქართველო სანქციებში არ იცვლება! ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სამშობლოს", - წერს სამხარაძე.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს