Logo

დიმიტრი სამხარაძე - ვერ წარადგინეთ სასამართლოში „უტყუარი მტკიცებულებები“ პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ?

პოლიტიკა
274
Frontnews image description

შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო - ვერ წარადგინეთ სასამართლოში „უტყუარი მტკიცებულებები“ პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო პრეტენზია რომ გაქვთ, გწყინთ, როცა ხალხში მატყუარების სახელი გაქვთ და შავნოდარას ბლუკუნით იყენებთ სიტყვათა კავშირს - “უტყუარი მტკიცებულებები”. ვერ წარადგინეთ სასამართლოში, პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ? საკუთარ რეპუტაციაზე თქვენ არ ზრუნავთ და შეგუებულებიც ხართ საზოგადოებისგან სამართლიან კრიტიკას, ფული კიდევ ყველაზე მეტად გიყვართ და რა წააგეთ ლილუაშვილთან სასამართლო დავაში წაგებით? არაფერიც! პირიქით უფრო მეტი თვალის დახუჭვა და ხელშეწყობა! უხ თქვენი ანიტა თავი არ გაიშვას! ხალხმა ყველაფერი იცის და აბოლეთ ერთმანეთი!“,- წერს დიმიტრი სამხარაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები