დიპლომატების ქუჩაში ნაპოვნი მონაცემების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2022 წლის 12 ივნისს დაიწყო, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერმა, საბუღალტრო ოფისის მიღმა ტერიტორიაზე – შენობის სადარბაზოში განათავსა საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენასთან და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით”, – აღნიშნულია განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს