Logo

დიტო საძაგლიშვილი – დღეს ვნახეთ ივანიშვილის ოჯახის მოურავის სრულიად სამარცხვინო განცხადება

პოლიტიკა
1235
Frontnews image description

მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატები ხვდებიან. მას ციხეში ზარით სარგებლობის უფლება შეზღუდული აქვს, ამიტომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მხოლოდ უფლებადამცველების საშუალებით შეუძლია.

 

დიტო საძაგლიშვილის შეფასებით, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საჯარო აქტიურობის ეშინია.

 

“ჩვენ დღეს ვნახეთ ივანიშვილის ოჯახის მოურავის სრულიად სამარცხვინო განცხადება, სადაც ის საუბრობს ვითომ სააკაშვილის ვაჟკაცობაზე და რელევანტურობასთან დაკავშირებით აყენებს კითხვის ნიშნებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც ვაჟკაცობა არის სკოლის მოსწავლეებთან კანარეიკიანი მანქანებით გაგზავნა და ბავშვების “დაკაჩავება”, რომ მეორე დღეს სკოლაში ვერ მივიდნენ, რომელ ვაჟკაცობაზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

Advertisement