Logo

დმიტრო კულება – მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია, გააძევეთ ელჩები, გაანადგურეთ მისი ეკონომიკა, შეაჩერეთ სამხედრო დამნაშავეები

უკრაინა
1256
Frontnews image description

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, სრულ იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, გააძევონ ელჩები და გაანადგურონ მისი ეკონომიკა.

 

ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს და დანგრეული საცხოვრებელი სახლის ფოტოს აქვეყნებს.

 

“კიევმა, ჩვენმა საოცარმა და მშვიდობიანმა ქალაქმა რუსეთის ქვეითი ძალებისა და რაკეტების კიდევ ერთი თავდასხმა გადაიტანა. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხდა. მოვითხოვ მსოფლიოსგან, სრულ იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, გააძევონ ელჩები, დააწესონ ემბარგო ნავთობზე, გაანადგურეთ მისი ეკონომიკა. შეაჩერეთ რუსეთის სამხედრო დამნაშავეები“, – წერს კულება.

Advertisement