დმიტრო კულება – შევთანხმდით ნაბიჯებზე, რათა ნაკლები რუსული რაკეტები ცვიოდეს უკრაინულ მიწაზე


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ ნაბიჯებზე, რათა შემცირდეს იმ რაკეტების რაოდენობა, რომელიც უკრაინულ მიწაზე ჩამოვარდება.
მისივე თქმით, აშშ მზად არის დამატებითი სანქციების დასაწესებლად.
“არც ერთ ქვეყანას არ აღმოუჩენია იმაზე მეტი მხარდაჭერა უკრაინისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს არის გადამწყვეტი. უკრაინის სიმტკიცე და დასავლური, ძირითადად, ამერიკული იარაღი – ეს არის ბრძოლის ველზე წარმატების რეცეპტი. დღეს აშშ-სგან დამატებითი დაპირებები მივიღეთ, თუ როგორ განვითარდება ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.
რაც შეეხება სანქციებს, ტრანსატლანტიკური ერთობა წინსვლის საუკეთესო გზაა. ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ მზად არის დამატებითი სანქციების დასაწესებლად. არის ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, რომლის დარწმუნებაც და ბორტზე აყვანაც ასევე საჭიროა. ასე რომ, დღეს ჩემს კოლეგა ბლინკენთან შევთანხმდით, როგორ ვიმუშავებთ მათთან. მესამე ელემენტი ასევე სანქციებს ეხება. კერძოდ, ჩვენ ველოდებით დასავლეთისგან დახმარებას, რომ დავხუროთ რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის ყველა ხვრელი“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს