დმიტრო კულება – უკრაინა არ აპირებს დასავლეთის უუნარობის გამო საკუთარი სისხლით გადაიხადოს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო და პარტნიორებს მოუწოდებს, რუსეთის ქმედებებზე დასკვნები დროულად გამოიტანონ.
“არანაირი ეჭვი არ შემაქვს იმაში, რომ შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს და პირადად პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს უკრაინას. არც იმაში, რომ აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადასვლის შემთხვევაში, აშშ-ს და ევროკავშირს სხვა არჩევანის საშუალება არ ექნებათ, გარდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
მისივე თქმით, როდესაც საუბარი რუსეთის უკრაინაში პოტენციურ შეჭრაზეა, არ შეიძლება ის „პატარასა ან დიდზე“ დავყოთ, რადგან რუსეთი უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა და უკრაინელ ჯარისკაცებს კლავს.
მინისტრი დასავლეთს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების სწრაფად დაწესებისკენ მოუწოდებს.
თაგები:
დმიტრო კულება
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


